ბეგეული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეგეულ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Бегеул) – ბალყარულ-ყარაჩული საწესო წარმოდგენების მთავარი პერსონაჟი და განმწესრიგებელი – დღესასწაულის ორგანიზატორი და წამყვანი. იგი იყო არამარტო რეჟისორი, არამედ მსახიობ-იმპროვიზატორი, რომელიც შემოქმედებითად და თავისუფლად მოქმედებდა. ბეგეულს შეეძლო, თავისი მდგომარეობისთვის გადაეჭარბებინა და გროტესკული ხასიათის ნომრის თავნება შემსრულებელი „დაესაჯა“, მოცეკვავე წყვილს წინ გადადგომოდა და გზის გახსნისთვის „გამოსასყიდიც“ კი მოეთხოვა (ბეგეულის მიერ შეგროვებული გამოსასყიდი მუსიკოსებს გადაეცემოდა).


ლიტერატურა

  • Грабовский Н. Ф. Свадьба в горских обществах кабардинского округа // Сборник сведений о кавказских горцах. Тифлис, 1868. Вып. 2;
  • Саракуева А. М. Бегеуль – актер карачаево-балкарского народного театра // Культурно-историческая общность народов Северного Кавказа и проблемы гуманизации межнациональных отношений на современном этапе. Черкесск, 1999;
  • Боташева З. Б. Народный театр // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები