ბეიდელიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეიდელიტი − (ინგლ. beidellite პირველად ნაპოვნი ადგილის – ბეიდელის მიხედვით, კოლორადოს შტატი, აშშ), მონტმორილონიტის ჯგუფის, ფენოვანი სილიკატების ქვეკლასის მინერალი; შედის ვულკანური თიხის შემადგენლობაში.
ფერი – თეთრი, რუხი, ყვითელი.
ქიმიური ფორმულა Na0,5Al2[Si3,5Al0,5O10](OH)2·nH2O;
სიმკვრივე – 2000-2300 კგ/მ3;
სიმაგრე მოოსის სკალით – 1-2.
გამოიყენება ადსორბენტად (წყლის გაწმენდისას რადიოაქტიური ნარჩენების მოსაცილებლად), საბურღი ხსნარების დასამზადებლად, კერამიკის, რეზინის, ქაღალდის, საღებავების წარმოებაში და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები