ბეით-ლაჰემ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბეთლემის ტაძარი. მაცხოვრის შობის ადგილი

ბეთლემი – (ებრ. ბეით-ლაჰემ – „სახლი პურისა“) – ქალაქი პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციაში იუდეისა და სამარიის ტერიტორიაზე, იუდეის ისტორიულ ოლქში, ბეთლემის პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს იერუსალიმიდან სამხრეთით, დაახლოებით 8 კმ-ზე, მოსახლეობა – 25 000. თავდაპირველად ქალაქში ცხოვრობდნენ ქანაანელები, შემდეგ – იუდეველები.

ბეთლემი პირველად მოხსენიებულია თელ-ამარნის მიმოწერაში (ძვ.წ. XIV ს.) „ბეთ-ილუ-ლაჰემას“ („ქალღმერთ ლაჰემას სახლი“) სახელით. ჩრდილოეთ პალესტინის ამავე სახელწოდების ქალაქისაგან განსხვავებით, მას ზოგჯერ იუდეველთა ბეთლემს უწოდებენ.

ქრისტიანული კულტურისათვის ბეთლემი განსაკუთრებულად წმ. ადგილია. აქ დაიბადა ბიბლიური მეფე დავითფსალმუნთმგალობელი, ამიტომაც ამ პატარა დასახლებას „დავითის ქალაქსაც“ უწოდებენ. მასთანაა დაკავშირებული სხვა არაერთი ბიბლიური პერსონაჟის სახელიც (აბრაამი, რაქელი, რუთი); მაგრამ უმთავრესი ისაა, რომ აქ იშვა უფალი და მაცხოვარი იესო ქრისტე. IV ს. იმპერატორ წმ. კონსტანტინეს დედამ, წმ. დედოფალმა ელენემ, იმ გამოქვაბულის ზემოთ, სადაც მაცხოვარი იშვა, ღვთისმშობლის სახელზე ტაძარი ააგებინა. ამ წმ. ადგილის ანალოგიით მთელ საქრისტიანოში და მათ შორის საქართველოშიც ბევრ გეოგრაფიულ პუნქტს თუ ეკლესია-მონასტერს ბეთლემის სახელი ეწოდა.


Logo1.JPG ბეთლემი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები