ბერგშტრიხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბერგშტრიხი – (arrow of slope, slope tick), ჰორიზონტალის პერპენდიკულარულად დასმული მოკლე შტრიხი ტოპოგრაფიულ რუკაზე, რათა გამოსახოს ფერდობის დახრილობის მიმართულება. ჰორიზონტალების გარეთ მიმართული ბერგშტრიხი რელიეფის ამაღლებული ნაწილის მაჩვენებელია, ხოლო შიგნით მიმართული ბერგშტრიხი – ჩაღრმავებულის.