ბერთონი თიმ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თიმ ბერთონი

თიმ ბერთონი – (დაიბადა 1958 წლის 25 აგვისტოს, ბერბანქში, კალიფორნია, აშშ) – ამერიკელი კინორეჟისორი, პროდუსერი და მულტიპლიკატორი. ხშირად, შავ იუმორსა და მაკაბრულ (შემზარავი, შემაძრწუნებელი) ელემენტებზე დაფუძნებული თანამედროვე სანახაობითი კინემატოგრაფის ოსტატი. 1976–1979 წლებში სწავლობდა კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტში. 1979 წელს მუშაობა დაიწყო უოლთ დისნეის სტუდიაში პერსონაჟების დიზაინერად, შემდეგ კი, ანიმატორად. აქვე დაიწყო პირველი დამოუკიდებელი ფილმების გადაღება.

ფილმოგრაფია:

  • 1982 – „ვინსენთი”
  • 1984 – „ფრანქენვინი”
  • 1985 – „პი-ვის დიდი თავგადასავალი”
  • 1988 – „ბითლჯუსი”
  • 1989 – „ბეთმენი”
  • 1990 – „ედვარდი ხელებმაკრატელა”
  • 1992 – „ბეთმენი ბრუნდება”
  • 1993 – „კოშმარი შობის წინ”
  • 1994 – „ედ ვუდი”
  • 1996 – „მარსი უტევს”
  • 20001 – „მაიმუნების პლანეტა”
  • 20005 – „პატარძლის გვამი”
  • 2010 – „ალისა საოცრებათა ქვეყანაში”
  • 2014 – „დიდი თვალები”
  • 2016 – „მის პელეგრინის უცნაური ბავშვების სახლი”

და სხვ.

ჯილდოები

  1. 2007 – ვენეციის სკფ, „წმინდა მარკოზის ოქროს ლომი” მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის
  2. 2012 – მოსკოვის სკფ, პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის.


წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი VII

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები