ბერჟე ადოლფი
ბერჟე ადოლფი – (დ. 1828, ქ. პეტერბურგი – გ. 1886, ქ. თბილისი). არქეოგრაფი, კავკასიის მკვლევარი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
1847-1851 წწ. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ენათა ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის, კანცელარიაში მოხელედ გაამწესეს. 1853 წელს ბერჟე ერთი წლით სამეცნიერო მივლინებით სპარსეთში გაგზავნეს. იქ მან მოინახულა ქალაქები: თეირანი, ყაზვინი, თავრიზი, ისპაჰანი, შირაზი და სხვ. რუსეთის მიერ კავკასის დაპყრობის შემდეგ, კავკასიის მთავარმართებლის (შემდეგში – მეფისნაცვლის) კანცელარიაში აურაცხელი რაოდენობის დოკუმენტი დაგროვდა. კავკასიაში მეფისნაცვალ მ. ნ. რომანოვის (1832-1909) მმართველობის დროს (1862-1881 წწ) კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოს 1863 წლიდან სათავეში ბარონი ალექსანდრე ნიკოლაი (1821-1899) ჩაუდგა. მან წამოჭრა კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის შექმნის საკითხი, რომლის მოვალეობაც იქნებოდა დაგროვილი საარქივო მასალის გარჩევა და იმ დოკუმენტების პუბლიკაცია, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო კავკასიის ისტორიის შესასწავლად. მეფისნაცვალმა ბარონ ნიკოლაის ეს პროექტი დაამტკიცა და 1864 წელს შექმნილი კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის თავმჯდომარედ ბერჟე დანიშნეს, რომელიც კომიიას გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. ბერჟეს ხელმძღვანელობით გამოიცა კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტების თერთმეტი ტომი, რომელშიც ქრონოლოგიურად თავმოყრილია საქართველოსა და კავკასიასთან დაკავშირებით არსებული უმდიდრესი დოკუმენტური მასალა, აგრეთვე საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებულკი დოკუმენტები, აქტების V და VI ტომებში გამოქვეყნდა გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, დიმიტრი ბაქრაძის ნაშრომი – „Kaвказ в древних памятниках xpистианства“. ამას გარდა, ბერჟემ შეაგროვა უდიური ენის მასალა და ადგილზე იკვლევდა ხუნძურს.
ვ. კეკელია
თხზულებები
- Чечня и чеченцы, Тфл,, 1859;
- История адыгейского народа, составленная по преданиям кабардинцев Шора-Бемурзин-Ногмовым, Tфл., 1861;
- Кавказ в археологическом отношении, отношении, Tфл., 1874.
ლიტერატურა
Кобяков Д. А. Памяти А.П. Берже, Тфл., 1886.
იხილე აგრეთვე