ბერტენი ჟაკ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჟაკ ბერტენი – (1918-2010) – ფრანგი გეოგრაფი და კარტოგრაფი.
1954 წელს პარიზის უნივერსიტეტში დააარსა კარტოგრაფიის ლაბორატორია, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. მის მონოგრაფიაში „გრაფიკული სემიოლოგია“ (1967), განხილულია გრაფიკული სახვითი საშუალებების ვიზუალური აღქმის სინტაქსური და ლოგიკური წესები. გერმანულ ენაზე გამოიცა 1974 წელს, ინგლისურ ენაზე – 1983 წელს. გერმანიის კარტოგრაფთა საზოგადოებამ 1993 წელს დააჯილდოვა გ. მერკატორის მედლით.