ბერძნული არქიტექტურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბერძნული არქიტექტურა − კლასიკური საბერძნეთის არქიტექტურის განვითარება მოიცავს ძვ. წ. VII-I სს. და იყოფა სამ ძირითად საფეხურად: არქაული ხანა (VII ს.-Vს. პირველი ათეული წლები), საკუთრივ კლასიკური ხანა (დაახლ. 480 ძვ, წ. – IV ს. ბოლო ათეული წლები), ელინისტური ხანა (IV ს. ბოლო ათეული წლები 1 ს.ქ წ-ით). პირველი ორი ხანის ყველაზე დამახასიათებელი ძეგლებია ტაძრები; ელინისტურ ხანაში ყალიბდება ქალაქთგეგმარების საფუძვლები, იქმნება ერთიანი საქალაქო ანსამბლები, დიდი საზოგადოებრივი შენობები. საბერძნეთშივე შემუშავდა პირველად სათეატრო შენობის არქიტექტურა.

ბერძნული არქიტექტურის დიდი მონაპოვარია ორდერული სისტემა (სამი ორდერი: დორიული, იონური, კორინთული), რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა არქიტექტურის მთელს შემდგომ განვითარებაზე ევროპაში, უპირველესად კი რომის არქიტექტურაზე.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები