ბესარიონ ჯორბენაძის სახელობის საზოგადოება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბესარიონ ჯორბენაძის სახელობის საზოგადოება – დაარსდა 1994 ენათმეცნიერ ბ. ჯორბენაძის კოლეგების, მოწაფეებისა და თანამოაზრეების ინიციატივით. საზოგადოება (თავმჯდომარე გ. გოგოლაშვილი) მიზნად ისახავს, გააგრძელოს ბ. ჯორბენაძის მიერ დაწყებული საქმიანობა: იზრუნოს მისი სამეცნიერო მემკვიდრეობის შესწავლის, დამუშავებისა და გამოცემისათვის; ქართული და ქართველური ენების ამაგდარ მკვლევართა სამეცნიერო მემკვიდრეობის შესწავლისა და პოპულარიზაციისათვის, ქართული სალიტერატურო ენის სიწმინდის დაცვისათვის.

1995 ივლისიდან საზოგადოება გამოსცემს ყოველთვიურ გაზეთს „ბურჯი ეროვნებისა“ (29-ე ნომერი გამოვიდა 1997 დეკ.); 1998 წლიდან გაზეთი გადაკეთდა ყოველთვიურ ჟურნალად. 1994-იდან საზოგადოება ატარებს ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციებს, გამოსცემს ყოველწლიურ კრებულს „საენათმეცნიერო ძიებანი“. საზოგადოებამ გამოსაცემად მოამზადა და გამოსცა ბ. ჯორბენაძის ხელნაწერი წიგნები: „ქართული ენის მორფოლოგია“ (1995) „ქართველური ენების დიალექტები“ (1995), „ენა და კულტურა“ (1997), „ქართული დიალექტოლოგია“, ტ. II (1998): ი. ჯავახიშვილის „საქართველოს საზღვრები“ (II გამოც.) საზოგადოება აქტიურად თანამშრომლობს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან. 1997-იდან დააარსა სერია „აბიტურიენტის ბიბლიოთეკა”.


გ. გოგოლიშვილი

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები