ბეტონის სამუშაოები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეტონის სამუშაოები – სამუშაოები, შესრულებული მონოლითური ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციებისა და ნაგებობების ასაგებად. მასში შედის: ბეტონის მომზადება, მიტანა სამშენებლო მოედანზე, ჩაწყობა, განაწილება ყალიბებში, ზედამხედველობა გამყარების პროცესში, ხარისხის კონტროლი (ნიმუშების დამზადება და გამოცდა). ბეტონი, როგორც წესი, მზადდება ბეტონის ქარხნებში ან გადასაადგილებელ ბეტონსაზელ დანადგარებში. ბეტონის ნარევის მიწოდება და განაწილება კი ხდება თვითმოძრავი ბეტონდამგები მანქანებით ან ლენტური კონვეიერებით. გამყარების ძირითადი მეთოდია – ვიბრირება, რომელიც ზრდის ბეტონის მასის დენადობას და ჩაწყობა ხორციელდება საკუთარი წონის ხარჯზე.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები