ბეტონსამტვრევი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბეტონსამტვრევი – ინსტრუმენტი ბეტონის, ასფალტის, აგურის, გრანიტისა და მისთ. დასამსხვრევად. გამოიყენება სამშენებლო, სარემონტო, საავარიო-აღდგენითი, საავარიო-სამაშველო და სპეციალური სამუშაოების შესასრულებლად. კომპლექტში შედის სხვადასხვა ტიპის საცმი: ბეტონისა და გრანიტისათვის – გამჟღენთ-წერტილოვანი საჩხვლეტი, ღოჯი-საჩხვლეტი, აგურისათვის – ღოჯი-ნიჩაბი, ასფალტისათვის – ფართო ღოჯი-ნიჩაბი და სხვ.