ბექაია ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ ბექაია

ზურაბ ბექაია − (Zurab Bekaia), ქართველი დიპლომატი, 2014-2018 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში.

დაიბადა 10 აგვისტო, 1974 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1991-1996 − თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი; მიიღო იურისტის კვალიფიკაცია;
1996 წლის სექტემბერი-ნოემბერი − ახალგაზრდა დიპლომატთა კურსები, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სამუშაო გამოცდილება:
1994-1995 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმასრულებელი სამდივნოს სტაჟიორი;
1995-1996 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის სტაჟიორი;
1996-1997 −საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ევროპის სამმართველოს ატაშე;
1997-1998 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის დეპარტამენტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამმართველოს პირველი მდივანი;
1999-2002 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამმართველოს უფროსი;
2002-2005 − ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში;
2005-2007 − საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის სამართლებრივი ექსპერტიზის სამსახურის უფროსი;
2007-2013 − სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამართლებრივი ექსპერტიზისა და მარეგულირებელ კომისიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;
2013-2014 − საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კვიპროსის რესპუბლიკაში;
2018 − შპს „აგრიფარმინგის“ დამფუძნებელი და დირექტორი.

სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა:
დეკემბერი 1998 − მარტი 1999 − ეუთო-ს კოსოვოს სავერიფიკაციო მისია.
ივლისი 2000 − დეკემბერი 2001 − ეუთო-ს მისია კოსოვოში, დემოკრატიზაციის ოფიცერი, ისტოკი/კლინას საველე ოფისის უფროსი.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები