ბიკროელასტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბიკროელასტი – მოდიფიცირებული ბიტუმის საბურულე და ჰიდროსაიზოლაციო მასალა. გამოიყენება მცირექანობიანი სახურავის ბურულის მოსაწყობად და შენობებისა და ნაგებობების საძირკვლების ჰიდროსაიზოლაციოდ. შედგება მტკიცე, არალპობადი ორგანული საფუძვლისაგან (მინაქსოვილი, მინატილო, პოლიესთერი), რომელზეც ორი მხრიდან დატანილია მაღალხარისხიანი მოდიფიცირებული ბიტუმის შემკვრელი. თავისუფლად იღუნება –1°C ტემპერატურამდე და თბომედეგია +85°C ტემპერატურამდე.