ბიმეტალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბიმეტალი: ცენტრში – თითბერი, გარე რგოლი – სპილენძ-ნიკელის შენადნობი

ბიმეტალი − (ლათ. bis ორჯერ და metallum ლითონი) – მასალა, რომელიც შედგება ორი მტკიცედ შეერთებული სხვადასხვა მეტალის ან შენადნობის ფენისაგან. ბიმეტალი გამოიყენება ძვირფასი და დეფიციტური მასალების ეკონომიის მიზნით, აგრეთვე ისეთი მასალების მისაღებად, რომელსაც საწყისი მეტალების შერწყმული თვისებები აქვს. ბიმეტალის დამზადება მიმდინარეობს ერთდროულად 2 მეტალის გლინვითა და დაწნეხით, გალვანური მეთოდით, აგრეთვე დადუღებით ელექტრო ან პლაზმური გაცხელების გზით. პრაქტიკაში გავრცელებული ბიმეტალებია: ლადი და ალუმინი, ტიტანი და მოლიბდენი და სხვ.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები