ბიოკოროზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიოკოროზია − (ბერძ. bios სიცოცხლე და ლათ. corrosio ამოჭმა), საშენი მასალების დაზიანების პროცესი ცოცხალი ორგანიზმების (ბაქტერიები, სოკოები, ობი, მწერები, მიკროორგანიზმები და სხვ.) ცხოველმოქმედებით. მინერალური საშენი მასალების ბიოდაზიანება გამოწვეულია ამ მასალების შემადგენელ კომპონენტებს შორის შეჭიდულობის დარღვევით, რასაც იწვევს მიკრობული წარმოშობის ორგანული მჟავების ზემოქმედება. მიკროორგანიზმები შეიძლება კონტაქტში იყოს კონსტრუქციის, როგორც გარე, ასევე შიგა ზედაპირებთან (ფოროვან მასალებში). ბიოკოროზია იწვევს არამარტო ორგანული მასალების ლპობას (მერქანი, ბიტუმი და სხვ.), არამედ ბეტონის და ლითონის დაშლასაც.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები