ბიომრავალფეროვნების რუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიომრავალფეროვნების რუკა – (biodiversity map), გამოსახავს ხმელეთისა და წყლის ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნებას, მათ ეკოლოგიურ მდგომარეობას და ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებელ ღონისძიებებს. ვლინდება: გენეტიკურ, სახეობების, ეკოსისტემების და ლანდშაფტურ მრავალფეროვნებაში. ბიომრავალფეროვნების პირველი შეფასებები ჩატარდა XVIII-XIX საუკუნეებში, როდესაც შედგა დედამიწის ბოტანიკურ-გეოგრაფიული და ზოოგრაფიული დარაიონების პირველი სქემები. ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია ენდემური სახეობების წილი მცენარეებისა და ცხოველების საერთო რაოდენობაში. ენდემიზმის მაჩვენებლით (8%) საქართველო 56-ე ადგილზეა მსოფლიოში (2000) 2010 წელი იყო დედამიწაზე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების წელი. ბევრ ქვეყანაში ბიომრავალფეროვნება გარემოსდაცვითი პოლიტიკის საფუძველია. 1994 წელს საქართველო შეუერთდა კონვენციას ბიომრავალფეროვნების შესახებ.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები