ბიურგი იოსტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოსტი ბიურგი

იოსტი ბიურგი – (Jost Bürgi; 28 თებერვალი 1552, ლიხტენშტეინი — 31 იანვარი 1632, კასელი), ნეპერთან ერთად ლოგარითმების გამომგონებელი, შოტლანდიელი მესაათე. იოსტი ბიურგი თავის გამოგონებას დიდ ხანს ინახავდა საიდუმლოდ. იგი მუშაობდა კასელის ობსერვატორიაში მესაათედ და მექანიკოსად. მას არავითარი სამეცნიერო განათლება არ ჰქონდა მიღებული. ბიურგიმ ლოგარითმები თავისი იშვიათი ნიჭის წყალობით ნეპერზე უფრო ადრე გამოიგონა, თუმცა ნეპერმა თავისი ნაშრომი მასზე 6 წლით ადრე გამოაქვეყნა. 1620 წელს გამოვიდა ბიურგის ნაშრომი: „არითმეტიკულ და გეომეტრიულ პროგრესიათა ტაბულები“. მისი ლოიგარითმები ხალხში ვერ გავრცელდა, რადგანაც უფრო სრულყოფილად და სახმარად ადვილ ფორმაში მოცემული ნეპერის ლოგარითმები უკვე გავრცელებული იყო. ბიურგს უმთავრესად ტრიგონომეტრიული გამოთვლები ჰქონდა მოცემული და ამიტომ მისი ლოგარითმების ტაბულები უფრო რთული აგებულებისა იყო, ვიდრე ნეპერისა.

ბიურგის ტებული ფუძეა Biurgis fuZe.png, რომელიც დაახლოებით 2,7184 უდრის. 0, 10, 20, ... 5000 ... არითმეტიკული პროგრესიის წევრებს ბიურგი უპირისპირებს 100 000 000, 100 010 000, 100 020 001, ... გეომეტრიული პროგრესიის წევრებს.

ნეპერმა შეამჩნია იმის საჭიროება, რომ ლოგარითმები დაკავშირებული უნდა იყოს თვლის ათობით სისტემასთან; მან აგრეთვე შეამჩნია, რომ ნებისმიერად შეიძლება შერჩევა იმ რიცხვის, რომლის ლოგარითმი ნულის ტოლია და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოეცა ისეთი ლოგარითმების სისტემა, რომელშიც log 1=0 და log 10=10 000 000 000 ანუ log 10=1. მაგრამ ამის გაკეთება მასთან შეთანხმებით წილად ხვდა მის თანამედროვე მათემატიკოსს, ოქსფორდის პროფესორს ჰენრი ბრიგს (1556 — 1630).


წყარო

მათემატიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები