ბიჭვინთის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბიჭვინთის ქუჩა — ქუჩა თბილისში, გლდანის რაიონში (ავჭალა); ალექსანდრე მანაგაძის ქუჩიდან მტკვრის ნაპირამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 40-იან წლებში. ადრე ილია ჭავჭავაძის სახელი ერქვა. ქუჩაზეა წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია (XVIII საუკუნე), ზაქარიას და ელისაბედის დედათა მონასტერი. აქვს 1 შესახვევი, 4 ჩიხი.