ბოკაში პიერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პიერ ბოკაში – (ფრანგ. Pierre Bocage, ნამდვილის სახელი პიერ-მარტინენ ტუზე, ფრანგ. Pierre-Martinien Tousez, 1799-1862), ფრანგი მსახიობი. რომანტიკული მიმართულების ერთ-ერთი დიდი წარმომადგენელი. მისი შემოქმედება უშუალოდ დაკავშირებულია ჰიუგოს, ა. დიუმა-მამის, ფ. პიას (და სხვ.) დრამატურგიასთან. იგი იყო ბობოქარი ემოციების, მკვეთრი კონტრასტების მსახიობი, თამაშობდა რომანტიკულ გმირ-ბუნტარებს. ინდივიდუალური ბუნტის უტოპიზმს მის თამაშში შეჰქონდა მწუხარებისა და სასოწარკვეთის ინტონაციები. ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო, იძულებული გახდა პარიზიდან წასულიყო. შემოქმედების ბოლო წლები გაატარა პროვინციაში.