ბერნარდი ბოლცანო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბოლცანო ბერნარდი-დან)
ბოლცანო ბერნარდი (1781 – 1848), ჩეხი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი; XIX საუკუნის დასაწყისში კოშისთან ერთად მოგვცა ზღვარის, დიფერენციალისა და ინტეგრალის განსაზღვრება. ამასთანავე, ჩამოაყალიბა მონაკვეთზე ფუნქციის უწყვეტობის თეორემის მკაცრი მათემატიკური დამტკიცება. იგი იყო კანტორის წინამორბედი უსასრულო სიმრავლეთა კვლევაში.