ბოჭორმა (სოფელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბოჭორმა − სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთის კალთაზე, მდ. ივრის მარცხენა ნაპირას (ახლანდელი ბოჭორმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კმ დაშორებით).
კახეთის ერთ-ერთი უძველესი ცენტრი, რომელიც X ს. კახეთის სამთავროს პოლიტიკური ცენტრი იყო. აქ შემორჩენილია ბოჭორმის დიდი ციხესიმაგრის, სასახლის ნანგრევები და ქართული ხუროთმოძღვრების ცნობილი ძეგლი – ბოჭორმის წმ. გიორგის ტაძარი (X ს.). ტაძარი დგას ციხესიმაგრის შუაგულში, რომელიც შემოზღუდულია კოშკებიანი გალავნით. ციხის ტერიტორიაზე, გარდა ტაძრისა და სასახლისა, შემორჩენილია თავდაცვითი და სამეურნეო დანიშნულების მრავალი ნაგებობა.
|