ბრეგაძე ანზორ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანზორ ბრეგაძე – 1937 - საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1995). დაიბადა ქუთაისში. 1961 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, მოისმინა ლექციების ციკლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტხე. 1962 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომელია, 1986 წლიდან ხელმძღლვანელობს ამავე ინსტიტუტის ფილოსოფიური ანთროპოლოგიის განყოფილებას, მუშაობს თბილისის ადამიანთმცოდნეობის ინსტიტუტის დეკანად.

ა. ბრეგაძის მეცნიერული მოღვაწეობის მთავარი სფეროა ფილოსოფიური ანთროპოლოგია, გნოსეოლოგია, ეთიკა, ესთეტიკა. იგი ერთმანეთისაგან ასხვავებს სულსა და გონს, სხეულსა და ტანს. ადამიანის არსს ხედავს გონით მოღვაწეობაში, საგნებისაგან საკუთარი თავის დისტანცირებაში. ადამიანის შემეცნების სპეციფიკუურ მეთოდად თვლის გაგებას, თუმცა არც აღწერასა და ახსნას უარყოფს.



თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები