ბრიგანტინა (სამხედრო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბრიგანტინა - (იტალიური - brigantino),
1. XVIII-XIX საუკუნეებში ორანძიანი აფრიანი ხომალდი, წინა ანძაზე პირდაპირი, უკანა ანძაზე კი – ირიბი აფრებით. სამხედრო ფლოტში ძირითადად სადაზვერვო და სატრანსპორტო სამსახურისათვის გამოიყენებოდა. წყალწყვა – 300 ტ-მდე, შეიარაღება – 6-8 ქვემეხი;
2. კომერციული ორანძიანი აფრიანი ხომალდი საზღვაო გადაზიდვებისთვის. კარგი საზღვაოსნო და მანევრული თვისებების გამო ხშირად იყენებდნენ კაპერები და მეკობრეები.