ბრტყელი კვანძი
ბრტყელი კვანძი - ეს არის ერთ-ერთი ძალიან საიმედო კვანძი სხვადასხვა დიამეტრის გვარლების გადასაბმელად.
ის ძლიერ არასოდეს იჭიმება, საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის ადვილი გასახსნელია და არ აფუჭებს გვარლს. ბრტყელი კვანძი გამოდგება, როგორც ფოლადის, ისე სინთეზური და მცენარეული ბოჭკოსაგან დამზადებული გვარლებისათვის.
მისი დასახელება ფორმით არის განპირობებული, ის მართლაც ბრტყელია, ამიტომ, ბრტყელი კვანძით შეკრული გვარლი ადვილად ეხვევა ჯალამბარზე და ხელს არ უშლის შემდეგი ნახვევების თანაბრად დადებას.
ეს კვაძი მჭიდროდ არ უნდა შეიკრას და წინმავალი ნაწილები ბოლოში უნდა მიმაგრდეს ძირითადზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოიჭიმება. ბოლოების ჩასამაგრებლად უნდა გამოვიყენოთ ნახატზე ნაჩვენები წესი. ბრტყელი კვანძი გამოდგება წევის დიდი ძალებისთვის, ფოლადის გვარლებისთვის, როგორც ზღვაში, ასევე ხმელეთზეც. მაგალითად, გემით, ავტომობილით ან ტრაქტორით ბუქსირებისთვის.
