ბუკია ალექსანდრე
ბუკია ალექსანდრე იონას ძე - (17. V. 1906, ქუთაისი, – 15. XI. 1976, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი საქართველოს სახალხო არტისტი (1966).
1932 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. (კომპოზიციის კლასი, პროფესორები – ს. ბარხუდარიანი, მ. ბაგრინოვსკი, ი. ტუსკია). ამავე წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს რადიოკომიტეტში სამუსიკო განყოფილების უფროსად. 1972-იდან საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში.
ბუკიას მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: საბავშვო ოპერა „დაუპატიჟებელი სტუმრები“ (1949) – ამ ჟანრის საუკეთესო ნიმუში ქართულ მუსიკაში. ლიბრეტო ლ. ესაკიასი და დ. გაჩეჩილაძისა, დაიდგა თბილისში (1950); ახალი რედაქციით „ყვავილთა სამყაროში“ (1969), დაიდგა აგრეთვე გდრ-ში (1961). ბუკიას ეკუთვნის აგრეთვე ჰეროიკულ-დრამატული ოპერა „არსენა“ (დაიდგა 1958), საბავშვო ოპერა ზღაპარი „სამი მჭედელი“, სიმფონია, სიმღერები, რომანსები და სხვ. (გ. ტორაძე)
იხილე აგრეთვე