ბუნების დაცვის რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბუნების დაცვის რუკა – (nature protection map), გამოსახავს ბუნებრივ გარემოს, მისი შენარჩუნებისა და აღდგენის ღონისძიებათა სისტემას. აღნიშნულია დაცული ტერიტორიები, იშვიათი მცენარეებისა და ცხოველების გავრცელების ადგილები. რუკები შეფასებითი, პროგნოზული და რეკომენდაციული ხასიათისაა.