ბუნტი გურიაში (ბალადა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„ბუნტი გურიაში“ – ასეა დასათაურებული გურიაში ჩაწერილი საისტორიო ბალადის, 1841 წლის აჯანყების ამსახველი, ნიმუშები, აჯანყება 1841 წ. მაისში დაიწყო სოფ. ლანჩხუთში. ლექსებში („გურული ხალხი აყრილა“, „რუსულად წიგნი მისწერა“) გადმოცემულია აჯანყების მიზანი, ხასიათი, თანდათანობით გავრცელება. ხალხური მგოსნები თავისებურად ხსნიან აჯანყების დამარცხებასაც.
ქ. სიხარულიძე
ლიტერატურა
- ალ. ღლონტი, გურული ფოლკლორი, 1937;
- ქართული ხალური საისტორიო სიტყვიერება, ქს, სიხარულიძის რედ.1967.