ბურჭულაძე გენადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გენადი ბურჭულაძე

გენადი ბურჭულაძე – (დ. 1 აპრილი 1940, ოზურგეთი, – გ. 15. მაისი 2006, თბილისი), ენათმეცნიერი, დაღესტნურ და ქართველურ ენათა სპეციალისტი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1981), პროფესორი (1988).

დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება (1963) და ასპირანტურა „კავკასიური ენების“ სპეციალობით (1967).

1968-იდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში როგორც უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი. 1992-2005 იყო ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. 1999-იდან გარდაცვალებამდე კითხულობდა ლექციებს თსუ ფილოლოლოგიური ფაკულტეტის კაეკასიურ ენათა განყოფლებაზე.

1976-იდან მუშაობდა არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერთა ინსტიტუტში უფროს და წამყვანი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. 1998-იდან გარდაცვალებამდე იყო ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 1996-იდან თანამშრომლობდა ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარ სამეცნიერო რედაქციასთან, მონაწილეობდა ენციკლოპედია „საქართეელოს“ I ტომის მომზადებაში.

ბურჭულაძის რამდენიმე მონოგრაფია და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატია მოიცავს დაღესტნური და ქართველური ენათმეცნიერების მნიშენელოვან საკითხებს. მისი სამი მონოგრაფია ეძღვნება ლაკური ენის სახელის, ზმნის სისტემისა და ისტორიის საკვანძო საკითხების კვლევას. 2005 წელს ნაშრომთა ციკლისათვის ლაკური ენის შესახებ მიენიჭა არნ. ჩიქობავას სახელობის პრემია.

სამეცნიერო მიღწევათა პოპულარიზაციას, ცნობილ მეცნიერთა ღვაწლის წარმოჩენას ეძღვნება მისი წიგნები „შეიცან თავი შენი“ (2003) და „დიდ წინაპართა ნაკვალევზე“ (2005).

დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.

ე. შენგელია



თხზულებები

  • ბრუნვათა შედგენილობისა და არსებით სახელთა ბრუნების პროცესების ძირითადი საკითხები ლაკური, თბ., 1986;
  • ლაკური ზმნა. თბ., 1987;
  • ზმნური სიტყვაწარმოება ლაკურ ენაში, თბ., 1993;
  • პირის დაბოლოებათა წარმომავლობა ლაკურში, თბ., 2002.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები