გაბადაძე იოანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაბადაძე იოანე – (1813-1878), მღვდელი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის სრული კურსი, იცოდა ქართული, რუსული და ლათინური ენები. როგორც წარჩინებული მოწაფე, იმერეთის მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) საეპარქიო კანცელარიაში რიგით თანამშრომლად აიყვანა. 1835 წ. 15 სექტემბერს მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა კერძო დიაკვნად დაადგინა. 1838 წ. 1 ნოემბერს ქუთაისის საკათედრო ტაძრის მეორე მნათედ დანიშნა. 1840 წ. დიაკვნად აკურთხა და იმავე წელს მღვდლად დაასხა ხელი. იგი სოფელ ზარათის წმ. კვირიკესა და ივლიტას ტაძარში დაადგინეს. 1851 წ. სოფელ კურსების წმ. გიორგის ტაძარში გადაიყვანეს. იოანე წლების მანძილზე გახლდათ ოკრიბის ოლქის მთავარხუცესი. სავარაუდოდ, მისი ქადაგებები ინახება ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები