გაბრიელ პატარაჲ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პარხლის ოთხთავი. გადამწერი - გაბრიელ პატარაი

გაბრიელ პატარაჲ – (X ს.), კალიგრაფი. ჩვენამდე მოღწეულია მის მიერ გადაწერილი სამი ხელნაწერი:

1. პარხლის მრავალთავი (A-95),
2. წყაროსთავის ოთხთავი (A-98),
3. პარხლის ოთხთავი (S- 4927),

პარხლის მრავალთავი. გადამწერი - გაბრიელ პატარაი

პარხლის მრავალთავი (A-95) უზარმაზარი ხელნაწერია (655 ფ.), შეიცავს ქართული მწერლობის უძველეს თხზულებებს. ხელნაწერის 145 v-159 v-ზე არის აბო ტფილელის მარტვილობა: „...წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტჱსისა ჰაბოჲსი...“

წყაროსთავის ოთხთავი. გადამწერი - გაბრიელ პატარაი

ხელნაწერის 135-136 გვერდებზე მოთავსებულ გადამწერის ანდერძიდან ჩანს, თუ რა სიძნელეები შეხვედრია გადამწერს ხელნაწერისთვის საიმედო და საჭირო დედნის მოსაპოვებლად: „...ვძებნე დედაჲ და ესთენ ვიპოვე, ვერღარა შემეძლო ძებნაჲ მერმე ესე მამათა მოწამეთა, რომელი პარხალს არა ეწერა, იშხნით მოვიღე და მით გავასრულე... ჭირნი კულა დიდნი მინახვან...“ მაშასადამე, რაც პარხალს ვერ მოიძია, იშხანს მოუპოვებია. ანდერძშივე აღნიშნავს, რომ მას დახმარებიან გაბრიელ ლასკაველი და გაბრიელ ხორგაჲ: „დიაღ დამიდგეს თანა, ღმერთმან შეუნდევ ცოდვანი, ოდეს მიმჭირდის, მათ მივმართი, პურად მციან. იოვანე გაცვეთილმან კუტალაითა ღვინოჲ მომართუა“. ანდერძი გვიჩვენებს, თუ რა თავდაუზოგავი შრომის შედეგია ეს შესანიშნავი ხელნაწერი, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში პარხლის მრავალთავის სახელით არის ცნობილი. საკმაოდ მოზრდილია გაბრიელ პატარაის მიერ გადაწერილი წყაროსთავის ოთხთავი (A-98).


გაბრიელ პატარაის მიერ გადაწერილი სამივე ხელნაწერი ამჟამად დაცულია კ. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (სხეც).


ი. გაჩეჩილაძე


ლიტერატურა

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები