გადანაცვლება (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გადანაცვლებაკომბინატორიკის ერთ-ერთი ძირითადი ცნება. ერთი და იგივე სასრული სიმრავლის ელემენტები შეიძლება დავალაგოთ სხვადასხვა რიგით იმის მიხედვით, თუ სიმრავლის რომელ ელემენტს ავირჩევთ პირველ ელემენტად, რომელს მეორედ და ა.შ. სასრულ სიმრავლეში დადგენილ რიგს მისი ელემენტების გადანაცვლება ეწოდება.

n-ელემენტიანი სიმრავლის ყველა შესაძლო გადანაცვლებათა რიცხვი (Pn) დამოკიდებულია მხოლოდ სიმრავლის ელემენტთა რაოდენობაზე და განისაზღვრება შემდეგი ფორმულით: Pn = 1·2·3···n = n!


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები