გადატანა (სამედიცინო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გადატანა - თერაპიული ურთიერთობის ელემენტია. ის სულ უფრო ინტენსიური ხდება მკურნალობის მიმდინარეობასთან ერთად. გადატანა განსაკუთრებით ძლიერია, როდესაც პაციენტი თერაპევტს გაანდობს პირად პრობლემებს, რომლებსაც, ჩვეულებრივ, მხოლოდ ინტიმურ ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს გაუმხელდა. პირადი პრობლემების განდობა თერაპევტთან ურთიერთობას კიდევ უფრო ინტიმურს ხდის. რადგან თერაპევტი პაციენტს იგივეთი არ პასუხობს და არ ანდობს მას პირადი ცხოვრების დეტალებს, პაციენტი ინტიმურობის განცდაზე გარკვეული სახით რეაგირებს: ის არაცნობიერად ქმნის თერაპევტის პორტრეტს მეხსიერების იმ შინაარსებზე დაყრდნობით, რომლებიც კონკრეტულ ადამიანს (ჩვეულებრივ, მშობელს) უკავშირდებოდა, რადგან, მის მიმართ, ინტიმურ გრძნობებს განიცდიდა. როდესაც ასეთი რამ ხდება, ამბობენ, რომ პაციენტმა თერაპევტზე ის გრძნობები და დამოკიდებულებები გადაიტანა, რომლებსაც მშობელთან აკავშირებდა. ამ პროცესს გადატანა ეწოდება. როდესაც გადატანილი გრძნობები დადებითია, ამბობენ, რომ გადატანა პოზიტიურია, ხოლო როდესაც ისინი უარყოფითია, ითვლება რომ გადატანა უარყოფითია. როდესაც მშობელთან დაკავშირებული გრძნობები ამბივალენტურია, გადატანაც, ერთდროულად, დადებითი და უარყოფითი კომპონენტების შემცველი იქნება. ის შეიძლება წარმოადგენდეს სიყვარულის, სიძულვილის, ეჭვისა და შურის ნაზავს.

გადატანის პრობლემები

გადატანის გამო, პაციენტი შეიძლება თერაპევტზე უკიდურესად დამოკიდებული გახდეს. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს ინტრევიუს გახანგრძლივების მცდელობაში, დამატებითი შეხვედრების დანიშნვნის მოთხოვნაში, და ისეთი ქცევების განხორციელებაში, რომლებიც დამატებითი მზრუნველობის მოპოვებას ისახავს მიზნად (მაგალითად, თვითმკვლელობის მუქარა). თერპავეტზე ასეთი დამოკიდებულება ართულებს მკურნალობის დასრულებას სიმპტომების ხელახალი გამოვლენისა და მკურნალობის გაგრძელების მოთხოვნის გამო. თუ თერაპევტი ადრევე შეამჩნევს, რომ პაციენტს მასზე დამოკიდებულება გაუჩნდა და თუ ის შესაფერისი ფორმით განიხილავს პაციენტთან ამ საკითხს, მან შეიძლება მოახერხოს ასეთი სირთულეებისთვის თავის არიდება. ამავე დროს, პაციენტს საშუალება ეძლევა უკეთ გაიცნოს საკუთარი თავი, თუკი ის გააცნობიერებს, საიდან მომდინარეობს მისი გრძნობები და დამოკიდებულებები არა მხოლოდ თერაპევტის, არამედ სხვა ადამიანების მიმართ.


იხილე აგრეთვე

უკუგადატანა


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები