უკუგადატანა (სამედიცინო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უკუგადატანა - ფსიქოთერაპევტის მიერ ინტერესის გამოხატვა თავისი პაციენტის ყველაზე ინტიმური პრობლემების მიმართ სავსებით ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ, ფსიქოთერაპევტი, ამ დროს, მიუკერძოებელი უნდა იყოს და პროფესიული ურთიერთობის ფარგლებს არ უნდა სცილდებოდეს. თუმცა, მაშინაც კი, როდესაც თერაპევტებს სპეციალური ტრენინგი აქვთ გავლილი, ისინი ყოველთვის ვერ ახერხებენ ინტერესისა და მიუკერძოებლობის ასეთი იდეალური ბალანსის მიღწევას. თუ ეს ვერ მოხერხდა, თერაპევტის რეაქცია პაციენტის პიროვნულ თვისებებს კი არ ასახავს, არამედ გულისხმობს პაციენტზე იმ გრძნობებისა და წარმოდგენების გადატანას, რომლებიც ფსიქოთერაპევტს პირად ცხოვრებაში მონაწილე ადამიანებთან აკავშირებდა. ამ პროცესს უკუგადატანა ეწოდება. (ზოგი ავტორი უკუგადატანაში პაციენტთან დაკავშირებულ რეალისტურ და არარეალისტურ გრძნობებსა და დამოკიდებულებებს გულისხმობს).

უკუგადატანის პრობლემები

უკუგადატანის პრობლემები მაშინ აღმოცენდება, როდესაც თერაპევტი ზედმეტად არის ჩართული პაციენტის პრობლემებში ან შეუსაბამოდ ავლენს სიბრაზეს მის მიმართ. ამ პრობლემების გაცნობიერება დროულად მოხდება, თუ თერაპევტი გააანალიზებს საკუთარ გრძნობებს და იპოვის მათ მიზეზს პირად გამოცდილებაში. ნაწილობრივ ამის გამოა, რომ ფსიქოტერაპიაში ინტენსიური ტრენინგის გავლისას ფსიქოტერაპევტებს ხშირად ეხმარებიან კავშირის დანახვაში თავიანთ წარსულ გამოცდილებასა და ამჟამინდელ ემოციურ რეაქციას შორის.


იხილე აგრეთვე

გადატანა

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები