გამბუზიების გვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამბუზიების გვარი – Gambusia Poey

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
ოჯახი: კბილებიანი კობრების ოჯახი
გვარი: გამბუზიები

თევზების გვარი კბილებიანი კობრების ოჯახისა. სხეული ზომიერად წაგრძელებულია. ზრდასრული დედლების სხეული უფრო მაღალია. პირი ზომიერია, დინგი ნორმალური, ქვედა ყბა ოდნავ გამოშვერილია, კბილები წვეტიანი, რომლებიც განლაგებულია ზედა და ქვედა ყბაზე ლენტისებურად. ისინი ყბებში მტკიცედ არიან ჩამჯდარი. ქერცლი მსხვილია, ზურგისა და ანალური ფარფლები საკმაოდ მცირე ზომისა და მოკლე აქვთ. ანალური ფარფლი ზურგის ფარფლის ოდნავ წინაა. მამლებს ანალური ფარფლი უფრო წინა აქვთ წამოწეული და ის საკოპულაციო ორგანოდაა გადაქცეული (პინოპოდიუმი). მუცლის ფარფლები მამალ და დედალ გამბუზიებს მსგავსი აქვთ და ისინი კარგად არიან განვითარებული. მუცლის ფარფლები მკერდის ფარფლების ფუძისაგან საკმაოდ დაშორებულია. ლაყუჩის აპკების სხივების რაოდენობა 6-ია. კუდის ფარფლის ბოლო მომრგვალებულია. გამბუზიები წვრილი ზომის ცოცხლადმშობადი თევზებია, რომლებიც ცხოვრობენ წყაროებში, ტბებში და ტბორებში. ისინი უფრო წყლის ზედაპირს ეტანებიან და უმთავრესად მწერებითა და წვრილი კიბოსნაირებით იკვებებიან. მამლები დედლებზე უფრო ნაზი, ზომით მეტად მცირე და შედარებით უფრო ნაკლები რაოდენობისაა.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები