გამოსაწვავი ღუმელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამოსაწვავი ღუმელი – სხვადასხვა მასალის გამოსაწვავი ღუმელი სამუშაო ტემპერატურით 700-1300°C ცეცხლმედეგი თიხის, კირქვის, მაგნეზიტის, დოლომიტის, ცემენტის შიხტის, ლითონის მადნის გამოსაწვავად შავ და ფერად მეტალურგიაში. კონსტრუქციის მიხედვით არის შახტური, მრავალქვედიანი, მილისებრი, მბრუნავი. ცალკეულ შემთხვევებში გამოწვა შეიძლება მიმდინარეობდეს გამოსაწვავი ღუმლის მდუღარე ფენით. მაღალტემპერატურული (1000°C და ზევით) გამოსაწვავი ღუმელი გამოიყენება ცეცხლმედეგი აგურის, ფაიფურის და ქაშანურის ნაკეთობების, ჭურჭლის, სანიტარულ-ტექნიკური ნაწარმის, აპარატურის დეტალების ზედაპირზე დატანილი ემალისა და საღებავების დასაფიქსირებლად. კონსტრუქციულად გამოსაწვავი ღუმელი შეიძლება იყოს კამერიანი, წრიული, გვირაბისმაგვარი, კონვეიერული და ა.შ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები