გაპიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გაპიტი – თოჯინების სამართავი მოწყობილობა თოჯინების თეატრში. პირველად ხმარებაში შემოიღეს ინდონეზიის თეატრში. გაპიტი ჯოხის თოჯინის თავის ტრიალის საშუალებას იძლევა. იავას თოჯინების თეატრში გაპიტი გრძელი ჯოხია, რომელიც მთელ სიგრძეზე გასდევს თოჯინას კორპუსს. თანამედროვე თოჯინების თეატრებში გაპიტის კონსტრუქცია იმდენად სრულყოფილია, რომ თოჯინის თავის მრავალგვარი მოძრაობის საშუალებას იძლევა.