გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსისაყლაპავი მილის ლორწოვანი გარსი არ არის დაცული კუჭის მჟავისგან. ამიტომ, როდესაც რეფლუქსის დროს, მჟავის მუდმივი კონტაქტი ხდება საყლაპავის ლორწოვანთან, ვითარდება ანთებითი პროცესი. რეფლუქსის განვითარებას ხელს უწყობს საყლაპავი მილის სფინქტერის ნაკლოვანება ან საყლაპავის თიაქრის არსებობა. რეფლუქსის არსებობის დროს, ასევე, შესაძლოა ხახის, ცხვირ-ხახის და ცხვირის სხვადასხვა დაავადების განვითარება, რომელთა ეტიოლოგია ხშირად უცნობი რჩება და პაციენტი წლობით წვალობს ამ დაავადებებით. რეფლუქსის მოხსნით მათი სიმპტომატიკა უმალვე ქრება.

გასტროეზოფაგური რეფლუქსი

სარჩევი

საყლაპავი მილის ლორწოვანის დაზიანება

საყლაპავის გარსის დაზიანების ხარისხი რეფლუქსის დროს, დამოკიდებულია კუჭის წვენის მჟავიანობაზე (PH-ზე), ზემოქმედების ხანგრძლივობაზე, პაციენტის ასაკზე. ის შესაძლოა შემოიფარგლოს მცირე შეშუპებით ან გახდეს სტენოზის მიზეზიც.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხშირად დაწყლულებული ეზოფაგიტი შესაძლოა შეგვეშალოს საყლაპავის კიბოში. ამიტომ, ჰისტოლოგიური დასკვნის გარეშე, ასეთი მძიმე განაჩენის გამოტანას ჯობს მოვერიდოთ.

გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის ნიშნები

— ეპიგასტრიუმის და საყლაპავის ქვედა ნაწილის ტკივილები. პოზიციური ან ალიმანტარული დამოკიდებულებით, ძალიან ჰგავს კარდიოლოგიური პათოლოგიის ტკივილებს და აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზის დასმა.
— ჰემორაგიებმა ან მელენამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოქრომული ანემია.
— ტკივილის გამო განვითარებული დისფაგიური მოვლენები.

ჩვილებში ხშირი ღებინება, ახალშობილებში და ჩვილებში ნებისმიერი პაროქსიზმული ციანოზი, აპნოე ან ბრადიკარდია უნდა იწვევდეს ეჭვს ეზოფაგიტის არსებობაზე. ეს სიმპტომები მოითხოვს კვლევებს.

პროგრესული დისფაგიის დროს, უნდა ვიფიქროთ საყლაპავისსტენოზზე.

დიაგნოზი უნდა დაისვას 24 საათიანი PH მეტრიით ან ეზოფაგოსკოპიით.

რეფლუქსის გამო ჩამოყალიბებული დისფუნქციები სხვა ორგანოებში

პირ-ხახის დაზიანება

როგორც წესი, პირ-ხახის მიდამოს ჩივილები შემდეგია: ჩახეხვის შეგრძნება, უცხო სხეულის შეგრძნება. საკვების გარეშე ყლაპვის დროს და საკვების მიღებისას, ამ სიმპტომების განელება. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც დისფაგია ჭეშმარიტ აფაგიაშიც გადადის, ტკივილის და წვის შეგრძნების გამო.

სასუნთქი სისტემის დისფუნქცია

უმრავლეს შემთხვევაში, ეს გამოიხატება მშრალ და სპაზმურ ხველაში, გადაცდენებში. ფიბროსკოპიულად შესაძლოა სახმო იოგებზე და ხორხის უკანა ნაწილში გრანულომების აღმოჩენაც.

ახალშობილებში და ჩვილებში, როდესაც არის მორეციდივე ბრონქო და პნევმოპათიები, დისპნოე და აპნოები, ასევე, ბრადიკარდიები და ციანოზი, რეფლუქსის პათოლოგიაზე უნდა ვიფიქროთ.

რეფლუქსის დროს, შესაძლოა საყლაპავი დაზიანებული იყოს. თუმცა, გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საყლაპავი ინტაქტური გახლავთ. ამ დროს დიაგნოზის დასმა უფრო ძნელია.

დიდი მნიშვნელობა აქვს ხორხ-ხახის დათვალიერებას. თუკი ხორხის უკანა კედელი, არითენოიდების მიდამო შეშუპებული და შეწითლებულია, ანამნეზში პაციენტი აღნიშნავს გულისრევის გრძნობას და ეპიგასტრალურ ტკივილებს.

რეფლუქსის დიაგნოზი საყლაპავის PH-მეტრიით ისმება.

მკურნალობა

გულისხმობს ანტაციდების (MAALOX), H-2 ბლოკატორი პრეპარატების (NEXIUM) და დოპამინის ანტაგონისტი პრეპარატების (PRIMPERAN) გამოყენებას, საყლაპავის მოტორიკის დასარეგულირებლად.

ჩვილებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორთოსტატიკურ მდგომარეობას ანუ, მუდმივად მჯდომარე პოზიციაში ყოფნას.

მედიკამენტოზური მკურნალობის უშედეგობის შემთხვევეაში, როდესაც არის სტენოზის საშიშროება, აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა – რეფლუქსის საწინააღმდეგო ოპერაცია.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები