გაღიზიანებადობა და სიბრაზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაღიზიანებადობა და სიბრაზე – გაღიზიანებადობა არის ისეთი მდგომარეობა, რომელიც გაბრაზების მზაობის აქტივაციას წარმოადგენს. როგორც გაღიზიანებადობამ, ასევე სიბრაზემ შეიძლება თავი იჩინოს მრავალი სხვადასხვა სახის დარღვევის დროს, რის გამოც ერთსაც და მეორესაც დიაგნოზის დასმისას მცირე მნიშვნელობა ენიჭებათ. თუმცა, გაღიზიანებადობასა და სიბრაზეს დიდი მნიშვნელობა აქვს რისკის შეფასებისა და რისკის მართვის დროს, რამდენადაც შესაძლებელია, რომ მათი არსებობა თვით პაციენტისთვის ან სხვა პირისთვის ზიანის მიყენების საშიშროებას შეიცავდეს. გაღიზიანებადობა შეიძლება თან ახლდეს შფოთვით აშლილობას, დეპრესიას, მანიას, დემენციას და მედიკამენტურ ინტოქსიკაცას.

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები