გებელ ადე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გებელ ადე – აბუ-სიმბელის სამხრეთით, თანამედროვე სოფელ აბაჰედასთან ფარაონმა ხორემხებმა ააგო კლდის ტაძარი, რომელიც ამონ-რას და თოტს მიუძღვნა. ამ ღვთაებებს ეთაყვანებოდნენ სიახლოვეს მდებარე დასახლებაში სახელად ‘Imn hrj ib – „ამონი კმაყოფილია“. აქვე ეთაყვანებოდნენ ანუკეტს და ხორის ოთხ გამოვლინებას, რომლებიც ნუბიის ოთხი მხარის ბატონებად იყვნენ წარმოდგენილი. ბიზანტიის იმპერიის დროს ტაძარი ეკლესიად იქნა გადაკეთებული და ბევრი ეგვიპტური რელიეფი დღესაც ქრისტიანული სიუჟეტის ფრესკებით არის დაფარული.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები