გეგმილი (პროექცია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გეგმილი (პროექცია)ფიგურის დაგეგმილებით სიბრტყეზე ან რაიმე სხვა ზედაპირზე მიღებული გეომეტრიული გამოსახულება. ფიგურის გეგმილი არის მისი ცალკეული წერტილების გეგმილთა ერთობლიობა.
Gegmili proeqcia.png

განიხილავენ გეგმილის სამ სახეობას: ცენტრალურს (პერსპექტივა), პარალელურს და მართკუთხას (ორთოგონალურს).

S ცენტრიდან A წერტილის ცენტრალური გეგმილი Π სიბრტყეზე აიგება, როგორც SA წრფის Π სიბრტყესთან გადაკვეთის A’ წერტილი. ანალოგიურად აიგება ფიგურის პარალელური გეგმილიც. ფიგურის ყოველ წერტილზე გავლებული მოცემული მიმართულების პარალელური მაგეგმილებელი წრფეების Π სიბრტყესთან თანაკვეთის წერტილების ერთობლიობა წარმოადგენს ფიგურის გეგმილს.

პირველი ორთოგონალური გეგმილი გვხვდება დიურერის წიგნში „მითითებები ფარგლითა და სახაზავით გაზომვების შესახებ“ (1525), რომელიც წარმოადგენს გერმანულ ენაზე გეომეტრიის პირველ სახელმძღვანელოს.

გეგმილის სხვადასხვა სახე უძველეს დროში გაჩნდა. ზოგი მას მიაწერს პტოლომეოსს, ზოგი კი – გიპარხს. თანამედროვე სახელწოდება მისცა ფრანგმა დეგიონმა (1613). ყველა ძირითადი ფორმულის სისტემატური გამოყვანა პირველად მოგვცა მაგნუსმა (1831) და სერემ (1855).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები