გეგუჩაძე გრიგოლ
გრიგოლ გეგუჩაძე − (29 ნოემბერი 1914, ბათუმი – 24 ოქტომბერი 1969, თბილისი), ქართველი მომღერალი (ლირიკულ-დრამატული ტენორი), საქართველოს დამსახურებული არტისტი (1954). 1935-38 სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, (პროფ. ო. ბახუტაშვილი-შულგინას კლასში). 1944-56 თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. პარტიები: შოთა (არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“); მასხარა (ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“); მალხაზი (ფალიაშვილის „დაისი“); კოტე (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“); ხოზე (ბიზეს „კარმენი“); კავარადოსი (პუჩინის „ტოსკა“); რადამესი (ვერდის „აიდა“); ფაუსტი (გუნოს „ფაუსტი“); გერმანი (ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“) და სხვ. 1956 წლიდან მუშაობდა მოსკოვის სტანისლავკის და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუსიკალურ თეატრში. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას.
მ. გედევანიშვილი