გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემა (გის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გეოგრაფიული ინფორმაცია

გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემა (გის) – (Geographic(al) information system, GIS, spatial information system), იგივე გეოინფორმაციული სისტემა (გის), ავტომატიზებული აპარატულ-პროგრამული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სივრცით კოორდინირებული მონაცემების შეკრებას, შენახვას, დამუშავებას, გამოყენებას, გამოსახვას და გავრცელებას.

გის-ი მოიცავს ციფრულ მონაცემებს სივრცით ობიექტებზე ვექტორული, რასტრული და სხვა სახით. ტერიტორიის მომცველობის მიხედვით არის გლობალური (პლანეტარული), სუბკონტინენტური, ნაციონალური (სახელმწიფო), რეგიონული, სუბრეგიონული და ლოკალური (ადგილობრივი). გის-ებს განასხვავებენ მასშტაბის და დანიშნულების მიხედვით. მაგ: ქალაქის (მუნიციპალური), მიწების, ბუნების დაცვითი და სხვ. გამოიყენება მეცნიერული და პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად, მაგ.: რესურსების კადასტრის დროს ხდება აღრიცხვა, ანალიზი, შეფასება, მონიტორინგი, მართვა და დაგეგმვა. არსებობს ინტეგრირებული, პოლიმასშტაბური და სივრცე-დროითი გის-ები, რომლებიც ინფორმაციას რეალური სამყაროს შესახებ ინახავენ თემატური ფენების სახით და ერთიანდებიან გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით.

ყველა სახის გეოგრაფიული ინფორმაცია მოიცავს მონაცემებს სივრცით მდებარეობაზე (კოორდინატები, მისამართი, საფოსტო ინდექსი, საარჩევნო უბანი, გზის დასახელება და სხვ.). ობიექტის მდებარეობა განისაზღვრება გეოკოდირებით, რაც შესაძლებლობას გვაძლევს დავინახოთ, სად მდებარეობს ჩვენთვის საინტერესო ობიექტი ან მოვლენა, რა მარშრუტით შეიძლება მასთან სწრაფად და უმოკლესი გზით მისვლა. გის-ები გამოიყენება კარტოგრაფიაში, გეოგრაფიაში, გეოლოგიაში, მეტეოროლოგიაში, მიწათმოწყობაში, ეკოლოგიაში, ეკონომიკაში, თავდაცვაში, თანამგზავრული მონიტორინგის სისტემაში, საგანგებო სამსახურებში და სხვ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები