გეოგრაფიული პროფილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გეოგრაფიული პროფილი – (geographical profile), გეოგრაფიული მონაცემების გრაფიკული გამოსახვის ხერხი; აბსცისთა ღერძზე იზომება ჰორიზონტული მანძილები, ხოლო ორდინატთა ღერძზე - სიმაღლეები ან სიღრმეები. ზოგჯერ აღქმის ეფექტის გაძლიერების მიზნით ზრდიან ვერტიკალურ მასშტაბს ჰორიზონტულ მასშტაბთან შედარებით. პროფილის მიმართულებას რუკაზე მიუთითებენ ხაზით, ხოლო პროფილს ათავსებენ ძირითადი რუკის გარეთ, ჩარჩოს შიგნით.