გეოგრაფიული სახელწოდებების საძიებელი-ცნობარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გეოგრაფიული სახელწოდებების საძიებელი-ცნობარი – გეოგრაფიული ლექსიკონი ან კატალოგი, რომელშიც მოცემულია გეოგრაფიული ობიექტების ჩამონათვალი და ინფორმაცია მათ შესახებ. ვარაუდობენ, რომ თანამედროვე ცნობარის წინამორბედი შეიქმნა ელინისტურ ეპოქაში. VI საუკუნეში გეოგრაფმა სტეფან ბიზანტიელმა შექმნა გეოგრაფიული ლექსიკონი, რომლის შემორჩენილმა ფრაგმენტებმა დიდი როლი შეასრულეს XVI საუკუნის ცნობარების შედგენაში.