გეოგრაფიული სახელწოდებების სტანდარტიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეოგრაფიული სახელწოდებების სტანდარტიზაცია – (standartization of geographical names), გეოგრაფიული სახელწოდებების სტანდარტების დადგენა და ლათინური ანბანით გადმოცემა.

გეოგრაფიული სახელწოდებების სტანდარტიზაციის საკითხი პირველად დაისვა 1891 წელს საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის მე-5 კონგრესზე გერმანელი გეოგრაფის ა. პენკის მიერ. განიხილებოდა 1:1 000 000 მასშტაბის მსოფლიოს საერთაშორისო რუკის შედგენის აუცილებლობისა და მისი გეოგრაფიული სახელწოდებებით უზრუნველყოფის საკითხი.

1948 წლიდან ამ საკითხზე მუშაობენ გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს გეოგრაფიულ სახელთა დამდგენი ექსპერტთა ჯგუფები (UNGEGN). კარტოგრაფები, გეოგრაფები, ისტორიკოსები, ენათმეცნიერები, ტოპოგრაფები განახორციელებენ მსოფლიოს რეგიონების მიხედვით ადგილობრივი სახელწოდებების შესახებ მონაცემების შეგროვებას, შენახვას და გავრცელებას. ისინი იკვლევენ ტრანსლიტერაციის იმ სისტემებს, რომლებსაც არა აქვთ ლათინური გრაფიკა, მაგრამ საჭიროა მათი ლათინურ ანბანზე გადაყვანა (რომანიზაცია). 2011 წლიდან საქართველო გახდა გაეროს ორი რეგიონული განყოფილების წევრი ქვეყანა. ეს განყოფილებებია: 1. აღმოსავლეთ-ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის; 2. აღმოსავლეთი ევროპისა და ჩრდილოეთი და ცენტრალური აზიის.

ექსპერტთა ჯგუფი გამოსცემს ცნობარებს, ლექსიკონებს, გეოგრაფიული სახელწოდებების სტანდარტების სახელმძღვანელოებს. 2009 წელს გამოცემულია გეოგრაფიული სახელწოდებების საერთაშორისო ლექსიკონი.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები