გეოგრაფიული სახელწოდებების ტრანსკრიფცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეოგრაფიული სახელწოდებების ტრანსკრიფცია – (transcription of geographical names), გეოგრაფიული სახელწოდებების დადგენა ენის ბგერათა წარმოთქმის გათვალისწინებით, მათი რუკებზე გადმოცემის ხერხებისა და ფორმების შერჩევა. განსაკუთრებით რთულია უცხოენოვანი სახელწოდებების ტრანსკრიფცია, რადგან აქვს რამდენიმე ფორმა: ადგილობრივი, ოფიციალური, ფონეტიკური, ტრადიციული, თარგმნილი და სხვ. მეცნიერული ტრანსკრიფცია იყენებს ლათინურ ან ქვეყნის ოფიციალურ (ეროვნულ) ანბანს, დამატებული აქვს სპეციალური ასოები და დიაკრიტიკული ნიშნები. ტოპონიმიკის გამოყენებითი ასპექტია პრაქტიკული ტრანსკრიფცია, რომელიც უცხო სიტყვების, საკუთარი და გეოგრაფიული სახელების ჩაწერას ახდენს ეროვნული ანბანით დამატებითი ასოებისა და ნიშნების გარეშე. ევროპის ერთ-ერთი დიდი მდინარე დუნაი 10 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიედინება (გერმანია, ავსტრია, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, ხორვატია, სერბეთი, მოლდოვა, უკრაინა) და ამ ქვეყნების ენებზე სხვადასხვაგვარად გამოითქმის და იწერება, მაგ.: უნგრულად – დუნა, გერმანულად დონაუ, ბულგარულად – დუნავ, უკრაინულად – დუნაი, ინგლისურად – დანუბ და სხვ.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები