გეოდეზია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გეოდეზია − (geodesy), მეცნიერების, ტექნიკის და წარმოების დარგი, რომელიც შეისწავლის დედამიწის ფორმას, ზომებს, მათ ცვალებადობას დროის მიხედვით, გრავიტაციულ ველს, ამუშავებს გაზომვებისა და გამოთვლების მეთოდებს, საშუალებებს. შედგება შემდეგი დისციპლინებისგან: უმაღლესი გეოდეზია (თეორიული გეოდეზია, სფეროიდული გეოდეზია, ძირითადი გეოდეზიური სამუშაოები), კოსმოსური ანუ თანამგზავრული გეოდეზია, ტოპოგრაფია, საზღვაო გეოდეზია, გამოყენებითი ანუ საინჟინრო გეოდეზია, სამარკშრეიდერო საქმე.
გეოდეზიასთან მჭიდრო კავშირშია: ასტრონომია, გრავიმეტრია, კარტოგრაფია, გის (GIS), ფოტოგრამმეტრია, დისტანციური ზონდირება, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, მათემატიკა, ფიზიკა და სხვ.