გეოინფორმატიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გეოინფორმატიკა – (GIS technology, geoinformatics), მეცნიერებათაშორისი დისციპლინა, ტექნოლოგია და წარმოება:
1. გეოსისტემების კომპიუტერული მოდელირებით შემსწავლელი მეცნიერება;
2.სივრცით – კოორდინირებული ინფორმაციის შეკრების, შენახვის, გარდაქმნის, ასახვის და გავრცელების ტექნოლოგია (გის-ტექნოლოგია);
3. აპარატების და პროგრამული პროდუქტების წარმოება (გეოინფორმაციული ინდუსტრია), მონაცემთა ბაზებისა და ბანკების, მართვის სისტემების, სხვადასხვა მიზნობრივი დანიშნულებისა და პროგრამული ორიენტაციის სტანდარტული გის-ების შექმნა.