გეოინფორმაციული კარტოგრაფირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გეოინფორმაციული კარტოგრაფირება – (geoinformatic mapping), კარტოგრაფირების ფორმა და კარტოგრაფიის თანამედროვე მიმართულება. უზრუნველყოფს რუკების ავტომატიზებულ შედგენა-გამოყენებას გის-ტექნოლოგიების, გეოგრაფიული და კარტოგრაფიული ცოდნის საფუძველზე. ჩამოყალიბდა ავტომატიზებული კარტოგრაფიის (აკ), გეოინფორმაციული სისტემების (გის), სისტემური კარტოგრაფირების (სკ) და აეროკოსმოსური მეთოდების (აკმ) მიჯნაზე. ტრადიციული კარტოგრაფირების მსგავსად არის ანალიზური, სინთეზური, კომპლექსური, სისტემური. გამოიყენება ორგანზომილებიანი (2D), სამგანზომილებიანი (3D) და ოთხგანზომილებიანი (დინამიკური) კარტოგრაფიული გამოსახულებების შესადგენად.