გეორგიკა (სამეცნიერო-კულტურული ცენტრი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეორგიკანიკოლაას ვიტსენისა და ალექსანდრე ბატონიშვილის (ბაგრატიონის) სახელობის სამეცნიერო-კულტურული ცენტრი ნიდერლანდში. დაარსდა 1989 ამსტერდამში ჰოლანდიელ და ქართველ მეცნიერთა (ბ. ნარდენი, ჯ. ვათეიშვილი, რ. რობოლი, დ. ლაცკო, ე. ფრომი, ე. ლუკასენი და სხვ.) თაოსნობით. ცენტრის იურიდიულ გაფორმებამდე (1996) მის ფუნქციებს ასრულებდა ჰოლანდიაში არსებული ალექსანდრე ბაგრატიონის ფონდი, რომელიც ასევე ზემოხსენებულ პირთა თაოსნობით შეიქმნა.

ცენტრმა და ფონდმა არაერთი ღირსშესანიშნავი ღონისძიება განახორციელა. ამსტერდამის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში I992-იდან ტრადიციულად აღინიშნება საქართველოს დღეები, რომლებსაც ჰოლანდიელებთან ერთად ქართ. დიასპორის წარმომადგენლებიც ესწრებიან: ქ. ზანდამის პეტრე I-ის სახლ-მუზეუმს გაუკეთდა და საზეიმოდ გაიხსნა ალექსანდრე არჩილის ძე ბაგრატიონის ხსოვნის უკვდავსაყოფი მემორიალური დაფა (1994), ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია ქართველოლოგიისა და კავკასიათმცოდნეობის დარგში (1995); აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის დავალებით დაიწერა გამოკვლევა თემაზე: „ნიკოლაას ვიტსენი და მისი ცნობები საქართველოს შესახებ“ (ჯ. ვათეიშვილი). ცენტრი და ფონდი, რომლებსაც შესაბამისად ხელმძღვანელობენ ჯ. ვათეიშვილი და პიმ ვან დერ მეიდენი, ერთობლივად გამოსცემენ ალმანახის ტიპის პერიოდულ გამოცემას – „გეორგიკას“ (1995). 1996-იდან ცენტრის გამგეობისა და მისი თბილ. ფილიალის (ნ. ერისთავი) თაოსნობით ხდება თანამშრომელთა გაცელა სამეცნიერო-შემეცნებითი მიზნით.

ჯ. ვათეიშვილი



წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები